2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას ქრისტეშობის დღესასწაულის შესახებ. შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ქრისტეშობის ამსახველი ნახატები .
მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.
3.პროექტის სრული აღწერა: ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: ქრისტეშობის აღნიშვნის ტრადიცია, ვის და როგორ შეუძლია ამ დღესასწაულში მონაწილეობის მიღება, რას ნიშნავს ეს პროცესი მოსწავლეებისათვის . მოსწავლეები იძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი ტრადიციების შესახებ.
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ნახატები.
შესაძლებელია მოსწავლეებმა მოძებნონ ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან შობას სხვადასხვა რეგიონში და გახდნენ მიმოწერით მეგობრები. მოსწავლეები შექმნიან ბლოგებს მათ ექნებათ საშუალება გაცვალონ ბმულები და ბლოგები, შექმნილი პროექტში მონაწილე მათი თანატოლების მიერ.
4. მონაწილეთა ასაკი: 6-15.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის 20 დეკემბრიდან 1-2 თვის განმავლობაში.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ- გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა და წერა, ინტერვიუს გაკეთება და სურათების გადაღება, ბლოგების გაკეთება. მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას: მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოხდება ფასეულობების გაძლიერება. მოსწავლეები ისწავლიან სხვადასხვა რეგიონის ადგილის ტრადიციებს, გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ინტერვიუ, წერილები, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, შეძლებენ ნახატების, სურათების ალბომის, ჟურნალის ან ვებ-ბლოგის შექმნას.
8. სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი. პროექტის შედეგების (ბლოგები, ბუკლეტები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა კულტურის თავისებურებას, აღმოაჩინოს მსგავსებები და თავისებურობები.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მოწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ქართული. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის სურვილი, გაუღრმავდებათ საკუთარი ტრადიციების განცდა, ისწავლიან საკუთარი და უცხო კულტურის დაფასებას, ერთმანეთის მოსმენას... ინტერნეტ-პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.

12. პროექტის ფასილიტატორი: მადინა ბაღდავაძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: madiscool61@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. ვებ-გვერდი: